უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი, დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტაბის ცნობით, 13 აპრილს დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ხუთი შემთხვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, ცეცხლის რეჟიმი ორჯერ დაირღვა 14 აპრილის დილითაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოწინააღმდეგე სხვადასხვა სახის შეიარაღებას იყენებს, მათ შორის, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს, სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნებს.