უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 44-მდე გაიზარდა
უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 44-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას 39 ადამიანი გადაარჩინეს. კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ 79 ადამიანი დაშავდა.

14 იანვარს, უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის დროს, ერთ-ერთი რუსული რაკეტა დნეპროპეტროვსკში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. აფეთქების შედეგად სახლის ერთ-ერთი ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციამ მაღალსართულიანი შენობა „X-22“ ტიპის რაკეტით დაბომბა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დააპროექტეს.