უკრაინული მედია – სპეციალური წარმომადგენლების მოხსენებების შემდეგ, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს

13:09, 07.09.2026

სპეციალური წარმომადგენლების მოხსენებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ – ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, ტრამპი პუტინთან დარეკვამდე კონსულტაციებს გამართავს თავის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გამართავს.

ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს გაიმართება. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში – 5 სექტემბერს, კიევში კი 6 სექტემბერს იმყოფებოდნენ.

მსგავსი