უკრაინული მედია – რუსეთის იერიშის შედეგად ჩერნიგოვოში ორი მცირეწლოვანი დაიღუპა, დაშავებულია 23 ადამიანი
რუსეთის ძალებმა უკრაინაში, ჩერნიგოვის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი 15 წლის გოგონა დაიღუპა, კიდევ 23 ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია, მათ შორის 10 თვის გოგონა. თავდასხმის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით წინასასამართლო გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით დაიწყება, რომელიც ომის დანაშაულებს ეხება.