უკრაინული მედია – რუსეთის ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები
რუსეთის ძალებმა ხარკოვს დაარტყეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ჩამოინგრა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო. არიან დაშავებულები.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილი. ადგილზე ხანძარიც გაჩნდა.