უკრაინული მედია – მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინეს

16:52, 18.04.2020

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, მიტროპოლიტი ონუფრე საიდუმლოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამასთან ერთად, კოვიდ-19-ი ასევე დაუდგინეს ამავე ეკლესიის კიდევ ერთ მიტროპოლიტს, ანტონის და კიევ-პეჩერის ლავრასთან არსებული სასულიერო აკადემიის რექტორ სილვესტერს. მედიის ინფორმაციით, ორივე ჰოსპიტალიზებულია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „კოვიდ-19“ დაუდგინეს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველსაც.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლი ეკლესიის სასულიერო პირები თავდაპირველად უარყოფდნენ ხელისუფლების რეკომენდაციებს და მორწმუნეებს ეკლესიებში სიარულისკენ მოუწოდებდნენ.

კიევ-პეჩერის ლავრაში ბოლო ცნობებით კორონოვარუსით სამი სასულიერო პირი გარდაიცვალა. 13 აპრილს კიევის მერმა განაცხადა, რომ ლავრაში 90-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

მსგავსი