უკრაინული მედია - ხერსონის ოლქში ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ევგენი კოვალიოვი, რომელიც ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა
უკრაინული მედია - ხერსონის ოლქში ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ევგენი კოვალიოვი, რომელიც ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა

უკრაინის ხერსონის ოლქში ლიკვიდირებულია „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ევგენი კოვალიოვი, რომელიც რუსეთის ძალების მიერ კონტროლირებად ხერსონში ოკუპანტებთან თანამშრომლობდა, – შესაბამის ინფორმაციას უკრიანული მედია უკრიანის ანტიკორუფციული ბიუროს შტატგარეშე აგენტზე, ევგენი შევჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებულია კოვალიოვის მანქანა.

„წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ გოლაია პრისტანში განადგურებულია მოღალატე სახალხო დეპუტატი კოვალიოვი, რომელიც დარჩა ხერსონში და ყვებოდა, რომ რუსეთი აქ სამუდამოდაა“. ველოდებით ოფიციალურ დადასტურებას“, – წერს შევჩენკო და შემთხვევის ადგილას გადაღებულ ვიდეომასალას აქვყნებს, სადაც აფეთქების შედეგად დაზიანბეული მანქანა ჩანს.

უკრაინული მედიის ცნობით, 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სახალხო დეპუტატი ალექსეი კოვალიოვი რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან გარიცხეს. მის წინააღმდეგ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ კოლაბორაციონისტული საქმიანობისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც მედია წერს, გამოძიების ბიურომ დაადგინა, რომ დეპუტატის კონტროლის ქვეშ არსებულ კომპანიებს ოკუპირებულ ყირიმში სასურსათო პროდუქცია, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულიდან ხერსონში საწვავი და საპოხი მასალები შეაქვთ.