უკრაინული მედია - გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მხრიდან გაშვებული ერთი რაკეტისა და 13 „შაჰედის“ ჩამოგდება მოახერხეს
უკრაინული მედია - გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მხრიდან გაშვებული ერთი რაკეტისა და 13 „შაჰედის“ ჩამოგდება მოახერხეს

ღამით რუსეთი უკრაინას ექვსი რაკეტითა და 19 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი რაკეტისა და 13 „შაჰედის“ ჩამოგდება მოახერხეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვადიმ ფილაშკინის თქმით, უკრაინის ქალაქ კრამატორსკში ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 შეტაკება მოხდა. რუსეთმა ხუთი სარაკეტო და 125 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 110-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.