უკრაინული მედია - ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით იარაღს გამოუყოფს
უკრაინული მედია - ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით იარაღს გამოუყოფს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. უკრაინული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი ზელენსკის დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას დამატებით იარაღს გამოუყოფს.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ უახლოეს დღეებში საფრანგეთი უკრაინისთვის გაზრდის როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დახმარებას.

ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი ივნისში, ევროკავშირის სამიტზე იქნება განხილული.

საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გარანტიებზე და „აზოვსტალის“ ქარხნიდან აზოვის მცველების ევაკუაციაზე.

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი საათზე მეტხანს გრძელდებოდა.