უკრაინული მედია - დონბასში საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
უკრაინული მედია - დონბასში საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

დონბასში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტის, ნოვოტროიცკოეს მახლობლად. პრორუსმა მებრძოლებმა გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები და სხვა იარაღი.

უკრაინულის მხარის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ ეუთო-ს აცნობეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი სამხედროების პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნა უკრაინაში ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტის ფონზე მოხდა.