უკრაინული მედია – აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს დაგეგმილი ვიზიტი უკავშირდება აშშ-ის განზრახვას, გადახედოს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ელბრიჯ კოლბის, ნატო-ს შტაბ-ბინაში დღეს დაგეგმილი ვიზიტი უკავშირდება აშშ-ის განზრახვას გადახედოს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში, თუმცა შესაძლოა, განხილვის საგანი გახდეს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების მიწოდების საკითხიც, – ამის შესახებ მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ნატო-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, კოლბი ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობას სწორედ აშშ-ის ძალების დისლოკაციისა და სტრუქტურის გადასინჯვასთან დაკავშირებული მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში მიიღებს.
მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს ნატოს ელჩების დონეზე გამართულ ცალკე სხდომაზე უკრაინის საკითხებიც განიხილეს, კერძოდ, საუბარი იყო PAC-3 ტიპის რაკეტებისა და პეტრიოტის სისტემების სწრაფად მიწოდების საჭიროებაზე, ასევე უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ფინანსური დახმარების საკითხზეც.