უკრაინული მედია - ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ თავიანთ შეხვედრას საუდის არაბეთში
ამერიკული და უკრაინული დელეგაციები მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავენ მას შემდეგ, რაც აშშ და რუსეთი დაასრულებენ თავიანთ შეხვედრას საუდის არაბეთში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინასთან წინასწარ შეთანხმებულ ვერსიებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. განხილვის საგანი იქნება ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა, ასევე შავ ზღვაზე შეტევების შეჩერება.
როგორც ცნობილია, საუდის არაბეთში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
მანამდე, 23 მარტს ერ-რიადში ამერიკული და უკრაინული დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს.