უკრაინული გამოცემა წიტაიშვილზე - კიდევ ერთ ტალანტს ვკარგავთ #1TVSPORT
უკრაინული გამოცემა წიტაიშვილზე - კიდევ ერთ ტალანტს ვკარგავთ #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ ნახევარმცველმა, 20 წლის გიორგი წიტაიშვილმა მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა. უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ახლა საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

ინფორმაციას უკრაინული ვებ-გვერდი „გოლდტალანტი“ გამოეხმაურა წერილში: „ვაჩიბერაძის გზით – უკრაინა კარგავს კიდევ ერთ ტალანტს“.

„კიევის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა. ნახევარმცველმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, ხოლო 2019 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რომლის ფინალშიც სამხრეთ კორეას გოლი გაუტანა (3:1). თუმცა ის უკრაინის ეროვნულ ნაკრებში არ გამოუძახებიათ. ზამთარში „დინამომ“, რომლის აღზრდილიცაა წიტაიშვილი, იჯარით პოლტავასვორსკლაში“ გაუშვა, სადაც 4 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც მძიმედ დაშავდა. შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დონეცკის „შახტარის“ აღზრდილმა ბექა ვაჩიბერაძემ, რომელიც უკრაინის ახალგაზრდული გუნდის კაპიტანიც იყო“, – წერს „გოლდტალანტი“.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს. გიორგი წიტაიშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში არაა და საქართველოს ნაკრებში ამის გამო არ გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟებს – საქართველოს რადიო, FM 102,3.