უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა დაიხურა
უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა NORSI დაიხურა.
„როიტერსის“ ინფორმაციით, გადამამუშავებელი ქარხანა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით 450 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Lukoil-ის საკუთრებაშია. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად გადამამუშავებელი ქარხნის მთავარი გადამამუშავებელი ბლოკი დაზიანდა.
ცნობისთვის, NORSI-ს წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების და დაახლოებით ხუთი მილიონი ტონა ბენზინის, ხუთ მილიონ ტონაზე მეტი დიზელის საწვავის და ორი მილიონი ტონა მაზუთის წარმოების შესაძლებლობა აქვს.