უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ინფორმაციით, რუსეთმა სუმის ოლქში დასახლებული პუნქტი ლოკნიუ დაიკავა
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ინფორმაციით, რუსეთმა სუმის ოლქში დასახლებული პუნქტი ლოკნიუ დაიკავა.
უკრაინელი ანალიტიკოსების ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიის ნაწილებმა დასახლებული პუნქტების: კონდრაშოვკასა და იაბლონოვკას მიმართულებით წინ წაიწიეს.
გუშინ „დიფ სთეითმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუმის ოლქში მდებარე დასახლებული პუნქტი ალექსეევკა წითელ ზონაში გადავიდა, სადაც რუსები ქვეით ჯარს აგროვებენ და აგრძელებენ უფრო ღრმად გადაადგილებას. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის არმიის ნაწილებმა დონეცკის რეგიონში დასახლებული პუნქტი ზორია დაიკავეს. მანამდე „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 23-დან 31 მაისამდე კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის სამ რეგიონში 18 დასახლებული პუნქტის დაკავება მოახერხეს. ამრიგად, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 200 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.