უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის დონეცკის რეგიონში კიდევ ერთ დასახლება დაიკავა
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის დონეცკის რეგიონში კიდევ ერთ დასახლება დაიკავა

რუსეთის არმიამ უკრაინის დონეცკის რეგიონში კიდევ ერთ დასახლება დაიკავა. უკრაინული ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია დონეცკის რეგიონში წინ მიიწევს და პოკროვსკის რაიონის სოფელი ზატიშოკი დაიკავა.

გარდა ამისა, რუსები დონეცკის რეგიონში კიდევ ოთხ პუნქტთან, კონსტანტინოვსკის მიმართულებით და ჩასოვი იარის მახლობლად წინ წავიდნენ.

„მტერი დაწინაურდა ბელიცკოეს, ნოვომარკოვოეს, დილიევკასა და ალექსანდრო-კალინოვოს მახლობლად“, – ნათქვამია ანგარიშში. რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფლები ნოვოხატსკოე და ტოლსტოე დაიკავა.

ასევე, ვრცელდებოდა ცნობები რუსეთის წინსვლის შესახებ დაჩნოეს რაიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე.