უკრაინულ გუნდებს მოსამზადებლად დრო მიეცემათ
უკრაინულ გუნდებს მოსამზადებლად დრო მიეცემათ

უკრაინის პრემიერლიგის კლუბებს გარანტია მისცეს, რომ ჩემპიონატის განახლებამდე მოსამზადებლად დრო ექნებათ – ინფორმაციას გამოცემა „ზბირნა“ ავრცელებს.

„უკრაინის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ წერილები დააგზავნა კლუბებში, სადაც კარანტინის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის განახლების დეტალებია მითითებული. წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში კარანტინი 24 აპრილამდე გაგრძელდება, მაგრამ მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა შესაძლოა გაგრძელდეს“ – წერს გამოცემა.

ამავე დროს, „ზბირნა“ ამტკიცებს, რომ უკრაინის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ კლუბებს მისცა გარანტია, რომ საკარანტინო ზომების გაუქმების შემდეგ მინიმუმ ორ კვირას თამაშებისთვის მოსამზადებლად მისცემს. მაგრამ წერილში ზუსტი თარიღები მითითებული არა არის.

უკრაინის პრემიერლიგა ევროპაში ერთ-ერთი ბოლო იყო, სადაც თამაშები შეაჩერეს – გადაწყვეტილება 15 მარტს გამართული 23-ე ტურის მატჩების შემდეგ მიიღეს.