უკრაინისა და გრენლანდიის საკითხებზე მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ დონალდ ტრამპი „სიბიეს ნიუსისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
უკრაინისა და გრენლანდიის საკითხებზე მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ დონალდ ტრამპი „სიბიეს ნიუსისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტელეკომპანიის გადაცემა „60 წუთი“ მის სახელს დამამცირებელი და ცილისმწამებლური გზით ახსენებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ტელეკომპანია, მისი ხელმძღვანელობით, აშშ-ს მატყუარად, არაზუსტად და თაღლითურად წარმოაჩენს.
„ისინი არ არიან „საინფორმაციო შოუ“, არამედ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ოპერატორები, რაც უბრალოდ შენიღბულია „ახალი ამბებით“ და პასუხისმგებელი უნდა იყვნენ იმაზე, რაც გააკეთეს და აკეთებენ. მათ უნდა დაკარგონ ლიცენზია. იმედია, კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC), მისი უაღრესად პატივცემული თავმჯდომარის, ბრენდან კარის ხელმძღვანელობით, დააწესებს მაქსიმალურ ჯარიმებსა და სასჯელს, რაც არსებითია, მათი უკანონო ქცევისთვის. „სიბიესი“ უკონტროლოა აქამდე არნახულ დონეზე და ამისთვის მათ დიდი ფასი უნდა გადაიხადონ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.