პეტრო პოროშენკო სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე დაიბარეს
პეტრო პოროშენკო სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე დაიბარეს.

ბიუროს პრესმდივნის, ანჟელიკა ივანოვას განცხადებით, პოროშენკო საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე 17 ივლისს უნდა მივიდეს. თუ რა საკითხთან დაკავშირებით მოხდება პეტრო პოროშენკოს დაკითხვა, უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში დამატებითი კომენტარი არ კეთდება.

პარალელურად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ანდრეი პორტნოვმა, „ტელეგრამ“-ში განაცხადა, რომ პოროშენკო საგამოძიებო ბიუროში კრიმინალური შემოსავლების გათეთრების და ქარხანა „კუზნიცა ნა რიბალსკომ“-ის აქციების ოფშორებში ლეგალიზაციის საქმეზეა დაბარებული.

დატოვე კომენტარი