უკრაინის ვიცე-პრემიერი - ჩემი ვიზიტის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი
უკრაინის ვიცე-პრემიერი - ჩემი ვიზიტის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი

​ჩემი ვიზიტის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და ამიტომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. ჩემი ვიზიტის მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ნაკლებად მაინტერესებს. კომენტარებს კი ის პირები გააკეთებენ, ვის კომპეტენციაშიც შედის ეს საკითხი. მე ვარ მინისტრი სოციალურ და ჰუმანიტარულ საკითხებში, ამიტომ ეს მე არ მეხება და არ მაინტერესებს“, – განაცხადა პავლო როზენკომ.

უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა. საქართველოში მისი ვიზიტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილების გაზიარება.

სოზარ სუბარმა უკრაინის ვიცე-პრემიერსა და დელეგაციის წევრებს სამინისტროს „მისაღები ცენტრი“ დაათვალიერებინა. როზენკომ ადგილზე მიიღო ინფორმაცია ყველა იმ მომსახურების შესახებ, რომელსაც ცენტრი დევნილებს უწევს.