უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთმა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან ძალდატანებით გაიყვანა
უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთმა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან ძალდატანებით გაიყვანა

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩიუკის ინფორმაციით, რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან. ირინა ვერეშჩიუკის განცხადებით, რუსეთს კვაზიდერეფნებით უკრაინელები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს. მისი თქმით, ეს მარშრუტი უკრაინულ მხარესთან არაა შეთანხმებული.

„არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად მოქალაქეებს არ უნდათ „გადარჩენა“ აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუს სამხედროებს ისინი ძალდატანებით გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ან რუსეთში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ვერეშჩიუკის თქმით, მოქალაქეები, რომლებიც კიევის ოლქიდან გაჰყავთ, სავარაუდოდ ბელარუსში გადაჰყავთ.