უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო სამართალდამცავი ორგანოების, მესაზღვრეების ქმედებები, რომლებმაც 2018 წლის თებერვალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

„უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მოსარჩელის პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ“, – ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის ფარგლებში უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის 12 თებერვალს გააძევეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების უკანონოდ აღიარებას ითხოვდა.

დატოვე კომენტარი