უკრაინის საკასაციო სასამართლო სააკაშვილის მიერ პოროშენკოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს
უკრაინის საკასაციო სასამართლო სააკაშვილის მიერ პოროშენკოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს

უკრაინის საკასაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ ლიდერს უკრაინის მოქალაქეობის უკანონო გზით ჩამორთმევაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიერ მოქალაქეობის მიღების დროს წარდგენილი ყალბი ინფორმაცია გახდა; კერძოდ, სააკაშვილმა დამალა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თავად სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მსგავსი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია.

პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა შარშან ჩამოართა, როდესაც ის ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. 2017 წლის სექსტემბერში სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და კიევში დაბრუნდა. საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.