უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც ოდესაში ტერაქტებს გეგმავდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც ოდესაში ტერაქტებს გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის დაკავების შესახებ განაცხადეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკავებული ოდესაში ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეჭვმიტანილის მთავარი ამოცანა იყო ოდესის რეგიონში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია საბოტაჟისა და ტერაქტების გზით. დაკავებული მოლდოვის მოქალაქე, 47 წლის მამაკაცია, რომელიც, უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, თავდასხმების შესასრულებლად უკრაინაში თანამზრახველების რეკრუტირებას ცდილობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.