უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებული დააკავა. პირი ბელარუსის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გადაბირებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.

ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებასთან ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ასევე აშინებდა მედიის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. კერძოდ, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა მათ საცხოვრებელ სახლებთან კიევში.

დაკავებული პირი დაკავშირებულია კიევში უცხო ქვეყნების საელჩოებთან საპროტესტო აქციების ორგანიზატორებთან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულის მიზანს წარმოადგენდა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, აგროვებდა ინფორმაციას უკრაინელი სამხედროების შესახებ, რომლებიც უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებოდნენ.