უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოვალეობის დროებითი შემსრულებლები დანიშნეს
უკრაინის თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე მოვალეობის დროებითი შემსრულებლები დანიშნეს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად ოლექსანდრ პოკლადი დაინიშნა. ის აქამდე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ალექსანდრე პოკლადი უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორია. 2021 წლის 30 ნოემბერს ზელენსკიმ ის უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. 2025 წლის 15 მაისს პოკლადი სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას შეუერთდა.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად – ევგენ ხმარა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი სიბიგა დანიშნა. უკრაინული მედიის თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დანიშნა.
უკრაინული მედია წერს, რომ საკომუნიკაციო სისტემების საკითხებში ცნობილი ექსპერტი სერგეი ბესკრესტნოვი თავდაცვის ტექნოლოგიური სფეროების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.