უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - უკრაინა შეეჯახა პანიკის, ყალბი ამბების გავრცელებისა და რეალური ვითარების დამახინჯების მცდელობებს, რაც ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღაა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - უკრაინა შეეჯახა პანიკის, ყალბი ამბების გავრცელებისა და რეალური ვითარების დამახინჯების მცდელობებს, რაც ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღაა

უკრაინა შეეჯახა პანიკის სისტემატიზაციის, ყალბი ამბების გავრცელებისა და რეალური ვითარების დამახინჯების მცდელობებს, რაც ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი ძლიერი ტალღაა, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სცენარის მუდმივი გაანალიზება ხდება და თითოეული მათგანისთვის მკაფიო სამოქმედო გეგმა არსებობს.

განცხადების თანახმად, საინფორმაციო ზემოქმედების მოტივია, გამოიწვიოს განგაში უკრაინის საზოგადოებაში და შეარყიოს რწმენა სახელმწიფოს შესაძლებლობების მიმართ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჰიბრიდული ომის ამგვარი გამოვლინებები ჩანს სოციალურ ქსელებში, ამა თუ იმ მედიასაშუალებაში და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აგრესორი ქვეყნის შესახებ გამოთქმულ განცხადებებში.

„ჩვენი ოფიცრები მუშაობენ ქვეყნის ყველა რეგიონში გაძლიერებულ რეჟიმში, თუმცა ახლა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ყველა უკრაინელის დაბალანსებულ ქმედებებზე. ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ დავემორჩილოთ პროვოკაციებს. პანიკა და დესტაბილიზაცია სარგებელს მოუტანს მხოლოდ მტრებს და არა უკრაინას. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ კრიტიკულად და შევამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია; იხელმძღვანელეთ ოფიციალური წყაროებიდან და არა ანონიმური მონაცემებით; ისწავლეთ სიმართლის გარჩევა ყალბისაგან. არ დაგვავიწყდეს – უკრაინის სიძლიერე მხოლოდ ძლიერ არმიაში კი არა, თითოეული ჩვენგანის ერთიანობაშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.