უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - ლუგანსკში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მომზადებული ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - ლუგანსკში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მომზადებული ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მომზადებული ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სამხედრო ოპერაციის ზონაში კონტრმზვერავებმა და სპეციალური ოპერაციული ცენტრის მებრძოლებმა რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტი დააკავეს, რომელიც დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის განასახორციელებლად ჩავიდა.

დაკავებულს თან აღმოაჩნდა ორი ყუმბარმტყორცნი. ეჭვმიტანილი დივერსიის მზადებისას დააკავეს. რუსეთის სპეცსამსახურების დავალების თანახმად, თავდამსხმელს „სააქციო საზოგადოება სევეროდონეცკის კავშირის“ ტერიტორიაზე 3 500 ტონიანი ამიაკის ავზი უნდა აეფეთქებინა.

დაკავებული მამაკაცი დროებით ოკუპირებული ქალაქის, როვენკის მცხოვრებია, რომელიც უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგაც იბრძოდა.

დატოვე კომენტარი