უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის გადადგომას მხარი არ დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომას მხარი არ დაუჭირა. ლუცენკოს გადადგომას დარბაზში მყოფი დეპუტატებიდან მხოლოდ 38-მა მისცა ხმა.

იური ლუცენკომ უკრიანის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 6 ნოემბერს განაცხადა. გადაწყვეტილება მან ქალაქს ხერსონის მერის მრჩევლის, ეკატერინა განდზიუკის გარდაცვალების საქმის არაკეთილსინდისიერ გამოძიებაში ბრალდებებს დაუკავშირა.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იური ლუცენკოს განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

ხერსონის საქალაქო საბჭოს საქმეთა მმართველის მოვალეობის შემსრულებელსა და აქტივისტზე, ეკატერინა განდზიუკზე თავდასხმა მიმდინარე წლის 31 ივლისს განხორციელდა.

ბოროტმოქმედმა მას სახეში მჟავა შეასხა. მიყენებული დამწვრობით ეკატერინა განდზიუკი ჯერ ხერსონის, მოგვიანებით კი, კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ის ოთხ ნოემბერს გარდაიცვალა.