უკრაინის ტერიტორიულ წყლებში დაგეგმილი წვრთნებისთვის, შავ ზღვაში აშშ-ის ორი სამხედრო გემი შევიდა

15:47, 08.07.2018

შავ ზღვაში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი შევიდა. გემები უკრაინის ტერიტორიულ წყლებში დაგეგმილ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ხომალდი „მაუნთ უითნი“ და სარაკეტო ავიამზიდი „პორტერი“ მანევრებში სახელწოდებით Sea Breeze 2018 ჩაერთვება.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის მეთაურობის მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნები მიმართულია მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ.

„მაუნთ უითნის“ შავ ზღვაში ყოფნა დაარწმუნებს ნატო-ს მოკავშირეებს და სხვა პარტნიორებს, რომ ჩვენ ერთგულად ვიცავთ საფრთხობას ზღვაში“,- წერია განცხადებაში.

სამხედრო წვრთნები Sea Breeze 2018 წელს 9 -დან 21 ივლისის ჩათვლით გაიმართება. აშშ-ისა და უკრაინის გარდა, მანევრებში მონაწილეობენ რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალები და საზღვაო ქვეითები საქართველოდან და მოლდოვიდან, ასევე სპეციალური ქვედანაყოფები დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან.

მსგავსი