უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ რუსეთის დიპლომატიურ მისიებს 18 მარტს საარჩევნო უბნების გახსნა აეკრძალათ
უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ რუსეთის დიპლომატიურ მისიებს 18 მარტს საარჩევნო უბნების გახსნა აეკრძალათ

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ რუსეთის დიპლომატიურ მისიებს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა აეკრძალათ.

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა განაცხადა, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ. ავაკოვის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მოსკოვის ქმედების საპასუხოდ მიიღეს.

კერძოდ, უკრაინის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას ნოტა გაუგზავნა მოწოდებით, არ ჩაეტარებინათ არჩევნები ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე. უკრაინის საგარეო უწყების თხოვნა რუსეთის ფედერაციამ უგულებელჰყო.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება. არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი გამოკითხვებით, მოსახლეობის 70% ხმას ვლადიმერ პუტინს მისცემს. თავად ვლადიმერ პუტინი საკუთარ არჩევანს სწორედ ანექსირებული ყირიმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში დააფიქსირებს.