უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტებია განადგურებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ.

მანამდე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქალაქ ჯანკოიში გვიან საღამოს აფეთქებების ხმა ისმოდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ განადგურებულია „კალიბრის“ ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტები მათი რკინიგზით ტრანსპორტირების დროს.

სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ჯანკოიზე დარტყმები უპილოტოებიდან განხორციელდა, არის ერთი დაშავებული. მოსკოვის მიერ დანიშნული ჯანკოის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ივინის მტკიცებით, დარტყმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და სურსათის მაღაზია. ყირიმის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ჯანკოიში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა.