უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონში ქალებისა და ბავშვების კოლონას გაუხსნეს ცეცხლი
უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონში ქალებისა და ბავშვების კოლონას გაუხსნეს ცეცხლი

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონში ქალებისა და ბავშვების კოლონა დაცხრილეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ცნობებით, ფაქტი მოხდა 11 მარტს, როდესაც სოფელ პერემოგადან ევაკუაცია ხორციელდებოდა რუსეთთან შეთანხმებული ე.წ. მწვანე დერეფნის გამოყენებით.

შედეგად, დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი. დაჭრილთა ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

სროლის შემდეგ ოკუპანტებმა კოლონის ნაწილს სოფელ პობედაში დაბრუნება აიძულეს.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად შეუძლებელია ამ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, ასევე მათთვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევა.