უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას არ უწევს

14:06, 06.09.2025

ჩინეთი რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას არ უწევს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

იუსოვმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: რა როლი აქვს ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერაში?

„სამხედრო მხარდაჭერა არ არსებობს. ყველაფერი დანარჩენი კი რთული დიპლომატიური პროცესის საკითხია“, – აღნიშნა იუსოვმა.

მსგავსი