უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-მა უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - აშშ-მა უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება

უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მა უკრაინას 60 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება. დახმარებაში შედის საბრძოლო მასალა, ანტისატანკო იარაღი, სამედიცინო აღჭურვილობა და ა.შ.

„აშშ ეხმარება უკრაინას შეიარაღებული ძალების განვითარებაში, მათ შორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებით და ტაქტიკური თუ სტრატეგიული დონის წვრთნებით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ უკრაინა ნატო-ს გზაზე, რომ ის იყოს მშვიდობიანი და თავისუფალი ქვეყანა“, – განაცხადა კიევის აეროპორტში უკრაინაში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბრიტანი სტიუარტმა.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღების შესახებ შეთანხმებას სექტემბერში აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მიაღწიეს. ჯო ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აშშ-ში დაპირებული 250 მილიონი დოლარის გარდა, უკრაინას კიდევ 60 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა.