უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივდივართ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით
მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივდივართ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„ჩვენს ჯარს მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ჩვენი ძლიერი სურვილი და დაუღალავი ბრძოლა ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის“, – წერს მალიარი „ტელეგრამზე“.
ამასთან, მალიარის თქმით, მტერი წინ მიიწევს რამდენიმე მიმართულებით – ავდეევკის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებით.
„მიდის სასტიკი ბრძოლები. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. სიტუაცია საკმაოდ რთულია”, – განაცხადა მალიარმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბახმუტის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე უკრაინის თავდაცვის ძალები ნაწილობრივ წარმატებულად მიიწევენ წინ, ხოლო ჩრდილოეთ ფლანგზე ბრძოლა გრძელდება.