უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსებისგან 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსებისგან 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე განა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსებისგან 388 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, 6 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსებისგან 8 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, რომელიც მოიცავს 388 დასახლებულ პუნქტს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 150 ათასს შეადგენს.

„ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ მაჩვენებლები მუდმივად ნახლდება, რადგან პროცესი დინამიკაშია. გარდა ამისა, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დამატებითი უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის ზომები, რათა იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ“, – წერს მალიარი.