უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთით უტევენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსული ძალები უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთით უტევენ

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსული ძალები უკრაინას ჩრდილო-აღმოსავლეთით უტევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ორი დღეა, მტერი აქტიურად ახორციელებს შეტევას ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკში. ჩვენ თავს ვიცავთ, თუმცა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები და ორივე მხარის პოზიციები დღეში რამდენჯერმე იცვლება“, – წერს მალიარი „ტელეგრამზე“.

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსულმა სამხედროებმა ამ რეგიონში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 900-ზე მეტი ტანკი განალაგეს.