უკრაინის თავდაცვის მინისტრი - უკრაინელების შეშინება უშედეგოა, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - უკრაინელების შეშინება უშედეგოა, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის

უკრაინელების შეშინება უშედეგოა, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი წერს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„თავდაცვის 85 საათი. უკრაინელების შეშინება უშედეგოა. ჩვენი დამცველების გატეხვა არ გამოვა, მით უმეტეს, ვერ გვაიძულებენ, ჩავაბაროთ დედაქალაქი. წარმოუდგენლად რთული საათებია, თუმცა ეს გაივლის. ზეგ უკვე გაზაფხულია. უკრაინა გაიმარჯვებს, უკვე იმარჯვებს! ჩვენს მიწაზე მოსული მტერი ცნობილი მიმართულებით წავა. ამიტომ ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის“, – წერს რეზნიკოვი.