უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მომავალი წლის თებერვალში ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მომავალი წლის თებერვალში ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, რუსეთი მომავალი წლის თებერვალში ახალი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა ბრიტანულ „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი სხვადასხვა ბაზაზე უკვე ამზადებს 150 000 მობილიზებულს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ახალი შეტევისთვის გამოიყენებენ.

მანამდე რუსეთის მხრიდან მომავალ წელს დაგეგმილ შეტევაზე განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და მოსკოვს არ შეუცვლია დასახული მიზანი, რასაც მთელი უკრაინის დაპყრობა წარმოადგენს.