უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქებში, სამარასა და უფაში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქებში, სამარასა და უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს.
უკრაინული მედიის თანახმად, სამარაში თავდასხმის სამიზნე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა.
სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ეს იყო სპეციალური ოპერაციების ძალების ღრმა დარტყმის დანაყოფების, უსაფრთხოების სამსახურისა და მთავარი დაზვერვის დირექტორატის მონაწილეობით ჩატარებული ოპერაცია.
კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის სამარის ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც „როსნეფტის“ ნავთობკომპანიის ნაწილია. მისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობია. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს და 30-ზე მეტ სხვა სახეობის ნავთობპროდუქტს.
რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქალაქ უფაში, თავდასხმის სამიზნე გახდა „ბაშნეფტ-უნპზ“-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. თავდასხმის შედეგად ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
„ბაშნეფტ-უნპზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 7,5 მილიონი ტონა ნავთობია. საწარმო ახორციელებს ნავთობის ღრმა გადამუშავებას და აწარმოებს ბენზინის და დიზელის საწვავს, თხევად აირებს, გოგირდს და სხვა ნავთობპროდუქტებს.