უკრაინის სუმის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის წინააღმდეგ 200-ზე მეტი ჭურვი და ნაღმი ისროლეს, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსმა სამხედროებმა ასევე გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას სამი მიმართულებით – ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის რაიონებში ახორციელებენ. რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო შენობებზე იერიშებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევა ხარკოვის რეგიონში წარმატებით გრძელდება უკვე მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში გაანადგურეს უპილოტო თვითმფრინავების კონტროლის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი.