უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

13:30, 08.07.2026

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ТАНЕКО-სა და НПЗ ТАИФ-НК-ს სანავთობო კომპლექსებს.

ТАНЕКО რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ქარხანა 99 პროცენტამდე გადამუშავების ეფექტურობით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობის ყოველი ტონიდან მეტ ბენზინს, დიზელს და რეაქტიული საწვავს აწარმოებს, ვიდრე ბევრი ძველი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი.

НПЗ ТАИФ-НК ნიჟნეკამსკის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 8.5 მილიონ ტონამდეა. ის მოიცავს რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მძიმე ნავთობის ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტს.

მსგავსი