უკრაინის შს მინისტრის შვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლეს
უკრაინის შს მინისტრის შვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ვაჟი ალექსანდრ ავაკოვი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლეს. ფოტო, რომელზეც ფეხზე დამონტაჟებული მოწყობილობა ჩანს, ავაკოვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტით – „ყველაფერი კანონის ფარგლებშია. სწორედ ასე დავამტკიცებ ბრალდების აბსურდულობას“.

Всё в соответствии с законом, в рамках которого докажу абсурдность ангажированных обвинений!

Posted by Alex Avakov on 2017 წლის 7 ნოემბერი, სამშაბათი

 

გამოცემა „უნიანის“ ცნობით, ანტიკორუფციული პროკურატურა უმცროსი ავაკოვის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე ან 5 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს დაკისრებაზე შუამდგომლობდა. თუმცა სასამართლომ ალექსანდრ ავაკოვი თავდებით გაათავისუფლა.

31 ოქტომბერს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა 14 მილიონი გრივნის გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში ალექსანდრ ავაკოვი დააკავეს. საუბარია ზურგჩანთების გახმაურებულ საქმეზე, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეიძინეს.

მასთან ერთად დააკავეს უკრაინის შს მინისტრის მოადგილე სერგეი ჩებოტარი და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელიც. ავაკოვისა და ჩებოტარისადმი წაყენებული ბრალი მითვისებას, გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

ვაჟისადმი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი შეფასებით, საქმეს იურიდიულზე მეტად პოლიტიკური საფუძველი აქვს.

დატოვე კომენტარი