უკრაინის შს მინისტრი და მისი მოადგილე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

12:28, 18.01.2023

უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩიც არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საერთო ჯამში, დაღუპულია 16 ადამიანი, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, კიდევ შვიდი პირი კი – საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია. ასევე დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

მსგავსი