უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო - ხარკოვის ოლქში ოკუპაციის ქვეშ მყოფ 118 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღდგენილია
ხარკოვის ოლქში კონტროლი ოკუპაციის ქვეშ მყოფ 118 დასახლებულ პუნქტზე აღდგა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა.
კიევში აცხადებენ, რომ ე.წ. წმენდის ოპერაცია ამ დროისთვის 12 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ისევ განახორციელეს სარაკეტო იერიში.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საარმიო ნაწილები განაგრძობდა ხარკოვის ოლქის დასახლებების დაბომბვას რუსეთის ფედერაციის საზღვართან და კონტაქტის ხაზთან- ხარკოვის, კუპიანსკის და იზიუმის რაიონებში. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაღმების საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია.