უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად უმაღლესმა რადამ დენის მონასტირსკი დაამტკიცა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად უმაღლესმა რადამ დენის მონასტირსკი დაამტკიცა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად უმაღლესმა რადამ დენის მონასტირსკი დაამტკიცა. სიტყვით გამოსვლისას მონასტირსკიმ პირობა დადო, რომ ის პასუხისგებაში მისცემს იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. ასევე ხელს შეუწყობს დონბასის გათავისუფლებასა და ყირიმის დაბრუნებას, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბთან თანამშრომლობით.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა, მას შემდეგ, რაც არსენ ავაკოვის გადაყენების საკითხს რადამ მხარი დაუჭირა.

ოფიციალური ცნობით, არსენ ავაკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა.