უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა

12:46, 28.09.2026

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ასობით რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.

უკრაინული მედიის თანახმად, ოპერაცია „ვივალდის“ მიმდინარეობის დროს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის რეგიონში, ლიმანის მიმართულებით სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. საუბარია სოფლებზე – რიდკოდუბი, ნოვოე და კატერინივკა.

ასევე, უკრაინის არმიამ აღადგინა კონტროლი სოფლებთან ნოვომიხაილივკასა და ლიპოვეცთან ახლოს. ყველა მათგანი კრამატორსკის ოლქს ეკუთვნის.

მესამე არმიის კორპუსის მეთაურმა, ანდრეი ბილეცკიმ ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ფაზის დასრულების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაცია „ვივალდის“ შედეგად ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა უკრაინის ტერიტორიის კიდევ 51 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება, ხოლო შეტევის დაწყებიდან – 176 კვადრატული კილომეტრის.

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგები 2 000 ჯარისკაცს აჭარბებს. უკრაინულმა ძალებმა 250-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩააგდეს, მათ შორის ოფიცრები, პილოტები, არტილერისტები.

მსგავსი