უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 50 თურქული ჯავშანტრანსპორტი გადაეცა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 50 თურქული ჯავშანტრანსპორტი გადაეცა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტი მიიღო. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი „კახოვკა“ ავრცელებს.

„ჩვენს ჯარისკაცებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტიორები BMC Kirpi გადაეცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უკრაინის ძალებისთვის დამატებით 150 ერთეული თურქული ჯავშანტრანსპორტიორის გადაცემაც იგეგმება.

თურქული საბრძოლო ტექნიკის გადაცემას გამოეხმაურა უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, დეპუტატი იური მისიაგჩინი. მისი თქმით, ჯავშანტრანსპორტიორზე დამაგრებულია ტყვიამფრქვევი, რომლის გამოყენება 360 გრადუსით არის შესაძლებელი, ასევე გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო და ეფექტური ნაღმსაწინააღმდეგო სისტემები.