უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - დონბასში მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევათა ზრდა შეინიშნება, თუმცა უკრაინელი სამხედროები ადეკვატურად რეაგირებენ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - დონბასში მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევათა ზრდა შეინიშნება, თუმცა უკრაინელი სამხედროები ადეკვატურად რეაგირებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის განცხადებით, დონბასში მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევათა ზრდა შეინიშნება, თუმცა უკრაინელი სამხედროები ადეკვატურად რეაგირებენ „ფრონტის მთელი ხაზზე“.

„უკრაინის მიღმა ჩვენ ვხედავთ რუსული შეიარაღებული ძალების ზრდას, რომლებსაც ისინი გადააადგილებენ რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან სწავლების სახით. თუმცა, დღეს ეს რაოდენობა არ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ვიწროვდება წრე, რგოლი და ვითარება გამოუვალია. ვითარება კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალები რეაგირებისთვის მზად არიან როგორც დონბასში გამწვავებაზე, ასევე საზღვრის მთელ გაყოლებაზე“, – აცხადებს ხომჩაკი.